თენგიზ ცერცვაძე: გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული
„ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად და რაციონალურად, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება კორონავირუსის მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიღწეული შედეგების მდგრადობა შენარჩუნებულია.
„ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად, რაციონალურად და პროპორციულად და შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას. რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემოდგომაზე, ის ან არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.
გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას შეუძლია, თავის თავს უფლება მისცეს, იცხოვროს და იმუშაოს სრულფასოვნად და კონსტრუქციულად იმ სიტუაციაში, როცა მთელა მსოფლიოში იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი და ყოველდღე მყარდება ახალ-ახალი რეკორდი. ამ სიტუაციაში საქართველომ მიაღწია ახალი შემთხვევების მინიმიზაციას და შეინარჩუნა ეს მაჩვენებელი. ყველა აღიარებს, NDA-ის კვლევის შედეგებიც დადებულა. საქართველოს ხელისუფლებამ და ექიმებმა დროულად მოახერხეს საპასუხო ღონისძიებების განხორციელება, რაც ვერ მოახერხა მსოფლიოში, პრაქტიკულად, ვერცერთი ქვეყნის მთავრობამ. მთავარია, რომ შედეგებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მდგრადობა შეუნარჩუნოს. საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიღწეული შედეგების მდგრადობაა. მატება ან არ იყო ან იყო მინიმალური. თან ეს მატებაც ლოკალიზებული იყო ერთ ადგილზე ან ტრაილერის მძღოლთა შორის. ერთადეთი გამოცდა, რომელსაც საქართველომ უნდა გაუძლოს და ვნახოთ, გაუძლებს თუ არა, ეს არის საერთაშორისო ფრენებისა და ტურიზმის გახსნა. ყველა სხვა გამოწვევას გავუძელით და სისტემა გამოდგა მდგრადი. რა იქნება საერთაშორისო მიმოსვლის გახსნის შემდეგ, ამის თქმა არ შეიძლება”, – განაცხადა ცერცვაძემ.