დიმიტრი ხუნდაძე: ლუგარის ლაბორატორია იცავს როგორც მოსახლეობის, ასევე – ქვეყნის უსაფრთხოებას

“ლუგარის ლაბორატორია მედიცინას ემსახურება”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორია იცავს როგორც მოსახლეობის, ასევე – ქვეყნის უსაფრთხოებას.

“რუსეთიდან არაერთხელ გამხდარა ლუგარის ლაბორატორია დარტყმის ობიექტი. ეს არის უფრო შორს მიმავალი მიზნები, მაგრამ კიდევ მინდა, ვთქვა, რომ ლუგარის ლაბორატორია ემსახურება მედიცინას. ის იცავს როგორც მოსახლეობის, ასევე – ქვეყნის უსაფრთხოებას, მაგრამ ის არასოდეს ჩაერევა და არც არის მისი შინაარსი,  რომ ვიღაცის მტრობა განიზრახოს ან რაიმე ფარული საქმიანობა მიმდინარეობდეს იქ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები