ვახტანგ ჭარაია: ბანკებმა შეწყვიტეთ ხალხის მოტყუება და დაპირებული 3-თვიანი პროცენტი გადაავადეთ იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო დათქმული და არა – მეოთხე თვეს, ერთბაშად

“შეწყვიტეთ ხალხის მოტყუება და დაპირებული 3-თვიანი პროცენტი გადაავადეთ იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო დათქმული”, – ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კომრეციულმა ბანკებმა გადაწყვეტილებები კლიენტებს უნდა შეუთანხმონ.

“კომერციული ბანკების საყურადღებოდ! შეწყვიტეთ ხალხის მოტყუება და დაპირებული 3-თვიანი პროცენტი გადაავადეთ იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო დათქმული და არა – მეოთხე თვეს და ერთბაშად.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეუთანხმეთ თქვენი გადაწყვეტილებები თქვენს კლიენტებს და ნუ უწყვიტავთ მათ, როდის რა უნდა გადაიხადონ თქვენი შეხედულებისამებრ”, – წერს ვახტანგ ჭარაია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები