მიხეილ რამიშვილი: თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვს, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად, საქმე შს სამინისტრომ ან სხვა საგამოძიებო უწყებამ გამოიძიოს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია უკვე დატოვეს.
როგორც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვს, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად, საქმე შს სამინისტრომ ან სხვა საგამოძიებო უწყებამ გამოიძიოს.
„შევხვდით გამომძიებელს, შევხვდით განყოფილების უფროსს. ბატონმა ჯუმბერმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად უარი თქვა, გამოძიება აწარმოოს სამხარეო პოლიციამ, შესაბამისად, ითხოვს, საქმე გადაეცეს სამინისტროს ან ნებისმიერ სხვა ორგანოს“, – განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.