“თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი “თბილისი მოლთან” ამოაყირავა ტაქსის მძღოლმა – როგორც გაირკვა, იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და დაეძინა გზაში”
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ფეიბუქჯგუფში – “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი” ფოტოს აქვეყნებს და ჰყვება, რომ ,,იანდექს ტაქსის” მძღოლი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რასაც ავარია მოჰყვა.
“გუშინ, საღამოს ჩემმა დედამთილმა და მისმა დაქალმა სამსახურიდან სახლში წამოსვლა გადაწყვიტეს Yandex Taxi-ით.
შეგნებულად არ ვფარავ ფოტოზე მძღოლის სახელს, გვარსა და ავტომობილის ნომერს.
უკან დასხდნენ და მძღოლის თვალიერება არ დაუწყია არცერთს, რომ რაიმე საეჭვო შეენიშნათ, თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი “თბილისი მოლთან” ამოაყირავა მძღოლმა. როგორც გაირკვა, იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ (ე.წ. პლანი) და დაეძინა გზაში. შემთხვევიდან, დაახლოებით, 150-200 მეტრში არის მტკვარი და მადლობა ღმერთს, რომ ახლოს არ იყვნენ.
კიდევ კარგი, რომ ცარიელი იყო გზაც. გადაიყვანეს საავადმყოფოში და მხოლოდ მსუბუქი მოტეხილობებით დასრულდა ეს ამბავი.
#yandex-ისგან რეაქცია არ გაინტერესებთ? აბსოლუტური ,,ზერო”.
სასოწარკვეთილი კი იმაზე ვარ, რომ მძღოლები არიან გასაფილტრები, წარმოგიდგენიათ, ერთმა ვიღაცამ რა შეიძლება, გამოიწვიოს და რა შეიძლება, მომხდარიყო გუშინ”, – წერს ფეისბუქმომხმარებელი.