დღეიდან, „ბავშვის უფლებათა კოდექსის” ფარგლებში, 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო

დღეიდან, „ბავშვის უფლებათა კოდექსის” ფარგლებში, 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო.

როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ტრენინგების მონაწილეებს დღეს დისტანციურად შეხვდნენ სოფო კილაძე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი – ღასან ხალილი და (USAID) მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი – ადამ შმიდტი.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის” ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, სადაც სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი, და კოორდინატორი იმუშავებს. ბავშვიან ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, ბავშვთან დაკავშირებული ყველა სერვისით ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლონ.

კომიტეტის ძალისხმევითა და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, საჯარო უწყებებში კადრების მომზადების პირველ ეტაპზე უკვე გადამზადდა:

– 200 სოცმუშაკი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის;

– 64 კოდექსის კოორდინატორი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის;

– 150 სოცმუშაკი თბილისისთვის;

– 200 კოდექსის კოორდინატორი და იურისტი;

– ტრენინგები ჩაუტარდა აღმასრულებელი ხელისუფლების პერსონალს (ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და პროკურატურის თანამშრომლებს);

– გადამზადდა ტრენერები ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მოსამართლეებისთვის.
ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებისთვის.

საჯარო მოსამსახურეების გადამზადება მიმდინარეობს გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. კოდექსი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი გადამზადებული კადრებით შეხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები