ამირან გამყრელიძე: საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ვითარება საყურადღებოა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„სიტუაცია კონტროლირებადია მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5-6 დღის განმავლობაში ხანდახან კორონავირუსის ორნიშნა რიცხვები გვაქვს. ეს არ არის განგაშის და პანიკის საფუძველი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა. ეს ყველაფერი პროგნოზირებადი იყო, რადგანაც შემსუბუქებას ნებისმიერ ქვეყანაში ახალი შემთხვევების გარკვეული ზრდა მოჰყვება. ილუზია შეიქმნა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა – არ დაგვიმარცხებია კორონავირუსი, ის ჩვენთან ერთად არის”,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები