ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში “კოვიდ-19”-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე.წ.ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასულ ერთ დღეში ბიომასალა 69 პირისგან იქნა აღებული, თუმცა მხოლოდ 3 იყო დადებითი.
ინფიცირებულთაგან ორი სოხუმის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია, ერთი კი, სოჭიდან დაბრუნებული პირია.
აღინიშნება, რომ დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევა გრძელდება.
23 ივლისს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განაცხადეს, რომ “კოვიდ-19”-ის ორი ახალი შემთხვევა გამოავლინეს.
მანამდე კი, 15 ივლისს აღნიშნეს, რომ გუდაუთის საავადმყოფოდან უკანასკნელი ორი პაციენტი გაწერეს, 24 ივლისს 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 48 დადასტურებული შემთხვევაა, 37 გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.