დაკარგული 15 წლის მოზარდი თბილისში იპოვეს
დაკარგული 15 წლის გოგონა თბილისში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე სახლში იმყოფება.
15 წლის არასრულწლოვანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა.