გია ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე: ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს უზნეობაა

“არა მარტო ძალოვანი სტრუქტურები, არამედ ყველა მოტივირებულია, რომ სწრაფად დადგინდეს, რეალურად რა მოხდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა.

„ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა და ყველა მოტივირებულია, არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები, არამედ მთელი საზოგადოება, რომ სწრაფად იყოს გამოძიებული და დადგინდეს, რეალურად რა მოხდა. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების მოთხოვნა და მღელვარება ჩვეულებრივი ამბავია ყველგან, არამხოლოდ საქართველოში, მაგრამ როცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ეს უზნეობაა. დანარჩენი არავინ არის ისეთი არც ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, განაცხადოს, რომ ასეთი საკითხი რაღაც პოლიტიკურ ნებასთან ან ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი გუშინ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში იპოვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები