გიორგი გელხაური: გურამ ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ. ამოიცნო

„ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ამოცნობა, გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ., მაგრამ მას არ უთქვამს, რომ არასრულწლოვანმა მას რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა”, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ. ხ.-ს ინტერესების დამცველმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

„ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ამოცნობა, გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ. და ასევე განმარტა, რომ ეს პირი მანქანაში ნახა, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ არასრულწლოვანმა მას რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა. მან განმარტა, რომ მეორედ ზ.ხ. ნახა მცხეთაში, პოლიციის განყოფილებაში, სადაც არასრულწლოვანმა მას ნამცხვარი გადასცა. ეს დეტალი დაფიქსირებულია ოქმში და ამირხანაშვილს ხელი აქვს მოწერილი. მას არ გაუმეორებია, რომ ვინმემ იძულებით ჩასვა ავტომობილში, უბრალოდ თქვა, რომ ზ.ხ. ნახა „ტოიოტა ქემრის” მარკის ავტომობილში“, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები