იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა.
თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული პოსტი 22 ივნისს დატოვა.
კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.
შეგახსენებთ, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობა 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე დატოვა.