გიორგი გელხაური: დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება და გური ამირხანაშვილმა არასრულწლოვანი ზ.ხ. უნდა ამოიცნოს

“დღეს ტარდება ამოცნობის პროცედურა, სადაც გური ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ზ.ხ. და განცდა იმისა, რომ ამირხანაშვილი მას ვერ ამოიცნობს, არავის  გვაქვს”, – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ. ხ.-ს ინტერესების დამცველმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

“დღეს ტარდება ამოცნობის პროცედურა, სადაც გური ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ზ.ხ. და განცდა იმისა, რომ ამირხანაშვილი მას ვერ ამოიცნობს, არავის  გვაქვს იმიტომ, რომ, დაახლოებით, 40 დღეა გასული მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა. თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, რათა მივიღოთ ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და შევუწყოთ ხელი გამოძიებას”, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები