უკრაინაში მამაკაცმა მძევლად პოლიციელი აიყვანა და ყუმბარის აფეთქებით იმუქრება
უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში მამაკაცმა მძევლად სამართალდამცველი აიყვანა და ყუმბარის აფეთქებით იმუქრება.
ამის შესახებ პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში განაცხადეს.
აღნიშნული ერთერთ ქუჩაზე მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციელები მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ.
ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ადგილზე გამნაღმველები, საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი, პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ უკრაინის ქალაქ ლუცკში მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მასში მყოფი 16 პირი მძევლად აიყვანა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.