გიორგი გახარია: ბოლო დღეებში ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა, სიტუაციას ვაკონტროლებთ, თუმცა ყურადღება გვმართებს

“ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება მკვეთრი ზრდა ინფიცირების, რაც საყურადღებოა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა საჭიროა ყურადღება.

„დღეს გვიწევს, საუბარი დავიწყოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით. გუშინ იყო 24 შემთხვევა, დღეს  – 12. ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება მკვეთრი ზრდა ინფიცირების, რაც არის საყურადღებო. მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის განვითარების სისწრაფეს, გვმართებს ყურადღება. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება ძირითად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებში გახლავთ ისეთი,  ბევრი მოქალაქე შრომობს თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზე. ამიტომ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება, სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები