თენგიზ ცერცვაძე: შესაბამისი სამსახურები საკმაოდ გამართულია იმისთვის, რომ დაუდგენელი წყაროს შემთხვევაშიც არ დაუშვან ინფექციის გავრცელება

“ჩვენი შესაბამისი სამსახურები საკმაოდ გამართულია იმისთვის, რომ დაუდგენელი წყაროს შემთხვევაშიც არ დაუშვან ინფექციის გავრცელება”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში ასობით და ათასობით პაციენტია, რომლის დასნებოვნების წყაროც არ იციან.

„სხვა ქვეყნებში ასობით და ათასობით პაციენტია, რომლის დასნებოვნების წყაროც არ იციან. როდესაც ინფექციის ამდენი შემთხვევაა ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში და ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არის 10-20 შემთხვევა, იქნება რამდენიმე დაუდგენელი წყაროს მქონე შემთხვევა, მაგრამ შვიდი არ არის ბევრი. აქ ერთი დიდი უპირატესობაა, რომ ჩვენ სახლში არ ვტოვებთ არავის და ყველას ჰოსპიტალიზაციას ვახდენთ. ეს, გარდა იმისა, რომ იცავს ამ პაციენტებს დამძიმებისგან, ამასთან, სახლში დარჩენის შემთხვევაში ისინი ინფექციის პოტენციური გავრცელების წყარო გახდებიან. შვიდი შემთხვევის წყარო არ იციან, მაგრამ ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მათი მოვლაც ისწავლეს. მიყვებიან მის კვალს, სად გაიარა ამ პაციენტმა ბოლო დღეების მანძილზე, სად იყო სამსახურში, სად იყო სტუმრად, რომელ ავტობუსში იყო და მერწმუნეთ,  ჩვენი შესაბამისი სამსახურები საკმაოდ გამართულია იმისთვის, რომ დაუდგენელი წყაროს შემთხვევაშიც არ დაუშვან ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები