თენგიზ ცერცვაძე: მთელი გარდაბნის დაკეტვის საფუძველი ჯერ არ არის

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის საფუძველი არ არსებობს.

„რისკი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური, ამირან გამყრელიძის ხელმძღვანლობით და ჩვენი მთავრობა, გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით უკვე მეხუთე თვეა, რისკებს ადეკვატურად აფასებს. გარდაბნის კლასტერთან დაკავშირებით იგნორირება რომ გავაკეთოთ, ეს არ შეიძლება. მაშინ მართლა შეიძლება, იქედან გავრცელდეს. მეორე მხრივ, ამ გარდაბნის კლასტერის გამო გადაჭარბებული რეაგირება რომ მოხდეს და მთელი გარდაბანი დაიკეტოს, როგორც იყო მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ჯერ ამის საფუძველი არაა. მთავრობასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელი უდევს პულსზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები