ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ.საზღვარს 28 ივლისამდე არ გახსნის
საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი 28 ივლისამდე არ გაიხსნება, – განაცხადეს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ ე.წ.საზღვარი 21 ივლისამდე არ გაიხსნებოდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 38 შეადგენს, 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.