კელი დეგნანი: რუსეთი შეეცდება, დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები საქართველოში გამოიყენოს
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს სხვადასხვა ქვეყნის საკითხებში რუსეთის ჩარევებზე”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი შეეცდება, თავისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები საქართველოში გამოიყენოს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ახალ ამბებს ვკითხულობ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევებზე სხვადასხვა ქვეყნის საკითხებში, მაგალითად, ამერიკის არჩევნები, ბრიტანეთში- “ბრექსითთან” დაკავშირებით, ასევე, შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, გარკვეულწილად, რუსეთმა ჩამოაყალიბა სქემა ამ მიმართულებით მუშაობის და საქართველო ნამდვილად არის სამიზნე მისი ამ აქტივობების. თუმცა, ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობირებულია ამ რისკებისა და საფრთხეების თაობაზე და მათ იციან, რას შეიძლება, ელოდნენ რუსეთისგან. აშშ ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც ეხმარება მოსახლეობას იმაში, რომ შეძლოს, გაარჩიოს დეზინფორმაცია ნამდვილი ფაქტებისგან, იქნება ეს ახალი ამბების კითხვისას თუ სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის კუთხით, რადგან ასეთი ტიპის დეზინფორმაცია ყოველთვის მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაბნეულობის შეტანისკენ. ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და, რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, რომ გამოიყენოს თავისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები საქართველოში“, – განაცხადა დეგნანმა.