ამირან გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭომ გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო

“გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, მიღებულია გადაწყვეტილება გაჩიანის დასახლების თერმოსკრინინგისა და გაფართოებული ტესტირების შესახებ”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„არ იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩაკეტვის გადაწყვეტილება. მიღებულია გადაწყვეტილება გაჩიანის დასახლების შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის და, ასევე, ამ რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების, კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები