სანდრო ბრეგაძე: ვაპირებ, გამოძიებას მამუკა ხაზარაძისა და გიგა ბოკერიას გუნდის შესახებ გარკვეული დოკუმენტაცია გადავცე
“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა.
ბრეგაძის თქმით, გამოკითხვაზე დაბარების კონკრეტული მიზეზი მისთვის უცნობია.
“კონკრეტული მიზეზი, თუ რას უკავშირდება ჩემი დაბარება, გამომძიებელს არ აუხსნია, თუმცა, ჩემი ვარაუდით, ეს უკავშირდება მარნეულის რაიონში განვითარებულ მოვლენებს. მივდივარ, რომ მივცე ჩვენება და ამავე დროს გამოძიებას გადავცე გარკვეული დოკუმენტაცია მამუკა ხაზარაძისა და გიგა ბოკერიას გუნდის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ მათი პარტიის წარმომადგენლები მარნეულის რაიონში სეპარატისტული ტენდენციებისა და ეროვნული შუღლის გაღვივებას არაქართველ მოსახლეობაში. აჰმედ იმამკულიევი და დანარჩენები ცრუ ინფორმაციით ცდილობენ, დაარწმუნონ აზერბაიჯანელი მოსახლეობა იმაში, რომ ქართველები მიდიან მათ წინააღმდეგ. ადვოკატის გარეშე მოვედი, რადგან ვარ აბსოლუტურად მართალი, სხვა პარტიის წევრების დაბარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.