ანა დოლიძე: “შაქარაშვილის ქარტიამ“ უნდა დააწესოს კონკრეტული ქცევის წესები საზოგადოებასა და სპორტსმენს შორის

მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს „შაქარაშვილის ქარტია“ წარუდგინა.

ანა დოლიძის თქმით, “შაქარაშვილის ქარტიის“ მიზანია, დააწესოს კონკრეტული ქცევის წესები საზოგადოებასა და სპორტსმენს შორის, რომელთა დაცვა სავალდებულო იქნება ნებისმიერი სპორტსმენისა და  სპორტული ფედერაციებისთვის, რომლებიც საკუთარი თანაგუნდელის ქცევასა თუ მის შედეგზე პასუხისმგებელნი არიან.

“იმ მისწრაფებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ ძალიან მძიმე გაკვეთილი შაქარაშვილის საქმიდან, შევიმუშავეთ ამ პრობლემის მიმართ სისტემური მიდგომა, პრინციპის დანერგვა, რომ ძალის გამოყენება რინგისა და სპორტული მოედნის გარეთ საძრახისია”, – აღნიშნა დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები