მარია ზახაროვა: რუსეთი იპოვის გზას, რომ აშშ-ის მიერ კადიროვისთვის სანქციების დაწესებას უპასუხოს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი იპოვის გზას, აშშ-ის მიერ ჩეჩნეთის მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უპასუხოს.
ამის შესახებ ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, თანაზომადი პასუხის გაცემა რთული იქნება.
„სარკისებური პასუხის გაცემა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ“, – წერს მარია ზახაროვა.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ აშშ-მა რამზან კადიროვისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, კადიროვის წინააღმდეგ სანქციები მის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევის გამო დააწესეს.