აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატები ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანლის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ სანქციების დაწესების მიზეზი “ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევა გახდა”.