გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საქმის მასალები განიხილეს.

„გიდასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა, დღეს გიორგის მშობლები ჩემთან ერთად შეხვდნენ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და ასევე რამდენიმე თანამდებობის პირს, რომლებიც უშუალოდ კურირებენ საქმის გამოძიებას. გავიარეთ საქმის მასალები. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ არსებულ პერსპექტივაზე, ჩამოვყალიბდით ჩვენს პოზიციებზე. ეს ადამიანები არიან გენერალური პროკურატურის საგამოძიებოს უფროსი – რევაზ ბაღაშვილი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე – ბაკურ აბულაძე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი – ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და ერთერთი დეპარტამენტის უფროსი – გიგა ძნელაძე. ჩვენ შორის რა საუბარიც იყო, რჩება ჩვენ შორის. 19 ივნისის დადგენილებას თუ ნახავთ, ნახავთ იქ, რომ ამ საქმეში ჩართული იყო არა მცხეთის რაიონული საგამოძიებო ორგანოები, არამედ – ცენტრალური შინაგან საქმეთა სამინისტრო, 19 ივნისსვე ფართომასშტაბიანი გამოძიება იყო. ეს არის საქმიანი შეხვედრები. საგამოძიები ვადების შესაძლო გაგრძელებაზე ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენი განცხადება, ანუ ვარაუდი გამოვთქვით ოჯახმა, რომ ეს საჭირო გახდებოდა, თუმცა ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო და ეს პროკურატურის საქმეა. ცხადი იყო, რომ ნებისმიერი გადათვლის შედეგად ეს ვადა გახდებოდა აუცილებლად გასაგრძელებელი, ამას უამრავი მიზეზი აქვს, ეს არის ექსპერტიზების პასუხები, დარჩენილი საგამოძიებო მოქმედებები. ეს არის ის, რომ, საბოლოოდ, არ ავჩქარდეთ და მაღალი სტანდარტით მივაწოდოთ გამოძიებას ეს საქმე, სადაც გამამტყუნებელ განაჩენს არ ექნება პრობლემა“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები