ამირან გამყრელიძე: წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას, “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი, როგორც ერთერთი დამსწრე

“პოლიტიკურ სიმპათიებზე არ ვისაუბრებ, აპოლიტიკური პიროვნება ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას, დღეს მიწვეული ვიყავი, როგორც ერთერთი დამსწრე და მხარდამჭერი”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას – უკავშირდებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე ყოფნა მის პოლიტიკურ სიმპათიებს.

,,დღეს წარმოვადგენ სახელწიფოს, ერთერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციას – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა Covid 19-თან ბრძოლასა და ამ ინფექციის შეკავებაში ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე – დაესწრებოდა თუ არა მსგავსი ტიპის ღონისძიებას ოპოზიციისგან დაპატიჟების შემთხვევაში? – გამყრელიძემ უპასუხა – “გააჩნია, ვინ დამპატიჟებს და როგორ“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები