21 ივლისს თბილისი-ზუგდიდის მატარებელში მგზავრების გიდი გიორგი კალანდია იქნება
“საქართველოს რკინიგზა, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ 21 ივლისს თბილისი-ზუგდიდის მატარებელში მგზავრების გიდი გიორგი კალანდია იქნება.
“21 ივლისს თბილისი-ზუგდიდის მატარებელში მგზავრების გიდი გიორგი კალანდია იქნება. საქართველოს რკინიგზა, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება. პირველი გზამკვლევი გიორგი კალანდია იქნება. 21 ივლისს მატარებელში იქნება გადაღების პროცესი. გიდის მიერ მოთხრობილ ამბებზე საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო ვიდეო მრგოლს მოამზადებს. ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.