ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული.
ამის შესახებ ინფორმაციას „კვირას“ შსს-ში უდასტურებენ.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამ დროისათვის, ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.