ოკუპანტებმა 3 ივლისს გატაცებულ ხვიჩა მღებრიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის „სასამართლომ“ ორი კვირის წინ გატაცებულ ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო ტყვეობის ვადა გაუხანგრძლივა. მღებრიშვილმა საკარანტინე რეჟიმი გაიარა, თუმცა, როგორც გაირკვა, მას 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში ტოვებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის” წარმომადგენლები ავრცელებენ.

საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლების თქმით, ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ინფორმაციისთვის, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არ ეძლევათ საშუალება, უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს  უშუალოდ შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები