ლევან რატიანი: ძაღლისგან დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა

“67 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძაღლმა დაკბინა, ჯერჯერობით კვლავ მძიმეა”,- ამის შესახებ “კვირას” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტისთვის დამატებითი ოპერაციის ჩატარების საჭიროება არ დგას.

“ძაღლისგან დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმეა. აპარატზეა შეერთებული. ჩატარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია, რადგან სხეულზე ნაფლეთი ჭრილობები ჰქონდა. ამ ეტაპზე დამატებითი ოპერაციის ჩატარება არ იგეგმება”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები