სალომე ზურაბიშვილი: მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას
“მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში უნდა შენარჩუნდეს არსებული შედეგები და თავიდან იყოს აცილებული ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა.
მისივე თქმით, ლაბორატორია მაღალ შეფასებას იმსახურებს.
„მინდა, ხაზი გავუსვა ლუგარის ცენტრის სამუშაოს პანდემიის ყველა ეტაპზე, ის მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენ მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შედეგები და ავიცილოთ მეორე ტალღა და რისკი, რომ აღარ მივიღოთ მკაცრი ზომები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.