კახა კალაძე: თბილისის მერია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების განვითარებისა და ინტეგრაციის მიმართულებითაც მუშაობს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების განვითარებისა და ინტეგრაციის მიმართულებითაც მუშაობს. როგორც მან პრეზენტაციაზე – „მდგრადი მობილობა თბილისისთვის“ განაცხადა, გამოიკვეთა ორი კონკრეტული ხაზი, ისნისა და ნაძალადევის რაიონებში, სადაც საბაგიროს პროექტის განხორციელება შესაძლებელია.

„ამ მიმართულებით, მთელი რიგი კვლევები გვაქვს ჩატარებული და გამოკვეთილი გვაქვს ორი კონკრეტული ხაზი, სადაც შეიძლება საბაგიროს პროექტის განხორციელება. ესენია ისნისა და ნაძალადევის რაიონები. ვფიქრობთ, რომ პირველი პროექტის განხორციელებას ისნის რაიონში მომავალი წლის დასაწყისში შევძლებთ და უკვე შემდეგი წლის ბოლოსთვის სამუშაოები ნაძალადევის რაიონში დაიწყება. პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინტეგრირება მოხდეს როგორც ავტობუსის მეტროსთან, ასევე, მეტროს – საბაგიროსთან და, პირიქით, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები