გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანს, ზ.ხ-ს ექსპერტიზა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაუტარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ. ხ.-ს ინტერესების დამცველის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა.

“ზ.ხ.-ს გარეგანი დათვალიერება მოხდა ექსპერტის მიერ, მის სხეულზე დაზიანება არ დაფიქსირებულა. ასევე, იყო კითხვები. ზ.ხ.-მ განაცხადა, რომ მას კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შესულა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები