საქართველოს რკინიგზა: 17 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნება
“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, 17 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნება.
“შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინპლატფორმებზე (Railway.ge; Tkt.ge; Biletebi.ge; Matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
გაითვალისწინეთ, რომ, Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი
რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!”, -აღნიშნულია “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციაში.