ზაალ ანჯაფარიძე: ამ უნიკალური პარკის შენების პროცესს არქმევდა „ნაციონალური მოძრაობა” და მისი პროპაგანდისტული მედია “ქვეყნის ნგრევასა და ეკოლოგიურ კატასტროფას”
„ ამ სილამაზეს, ამ უნიკალური პარკის შენების პროცესს არქმევდა “ნაციონალური მოძრაობა” და მისი პროპაგანდისტული მედია ქვეყნის “ნგრევასა და ეკოლოგიურ კატასტროფას”, – ასე ეხმაურება ზაალ ანჯაფარიძე დენდროლოგიური პარკის გახსნას სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საბოლოოდ, მათი დახატული აპოკალიპტური სურათის ნაცვლად დღეს მოქალაქეებმა უნიკალური და ულამაზესი დენდროლოგიური პარკი იხილეს.
„შეკვეთილის უნიკალური და ულამაზესი დენდროლოგიური პარკი, სადაც შესვლა უფასოა, უკვე გახსნილია და ყველა ხვდება, თუ ვისი ქველმოქმედების შედეგია ეს, რაც უნდა ილაპარაკონ მასზე აქედან თუ იქედან, შინ თუ გარეთ, განსაკუთრებით – იმ ხალხმა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის აგური აგურზე რომ არ დაუდიათ, წაღებით კი ბევრი წაუღიათ და მოუპარავთ. ისინი წავლენ, ისტორიას ჩაბარდებიან, ეს უნიკალური პარკი კი თაობებს დარჩება”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.