რუსთაველზე MAN-ის მარკის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა (ფოტო)

თბილისში, რუსთაველის გამზირზე MAN-ის მარკის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა. როგორც “კვირას” შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც ბორდიურს შეეჯახა და წინა საქარე მინა დაუზიანდა.
​როგორ “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციული სასჯელით დაჯარიმდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები