ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებში ვიზიტორებს „თოკების პარკით“ სარგებლობა უკვე შეუძლიათ

ვიზიტორებს ალგეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებში ერთერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციონით, „თოკების პარკით“ სარგებლობა უკვე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

“ვიზიტორებმა ატრაქციონზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის რეგულაციები უნდა დაიცვან.

ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარების ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „თოკების პარკი“ უახლოეს მომავლში კოლხეთის ეროვნულ პარკშიც მოეწყობა”, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

„თოკების პარკი” გასართობ-შემეცნებითი ატრაქციონია და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებელზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები