ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად” – ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა

„როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, მაშინ დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად”. ეს ფაქტი დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა…”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” ერთერთ ლიდერის, აკაკი მინაშვილის ,,ფეისბუქსტატუსს”.

მისი თქმით, აკაკი მინაშვილი მაშინ შეეცადა, ეს ფაქტი გაესაღებინა აწ უკვე უკრაინელი სააკაშვილის უდიდეს მიღწევად და წარმოედგინა ის სრულიად უკრაინის „რეფორმების მამად” და ერის გადამრჩენად.

„უმარტივესი ლოგიკა. დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ წარმოადგენს უკრანის სახელმწიფოს, ის კერძო პირია და მისმა განცხადებებმა არ უნდა შეიტანოს ხინჯი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში… როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, მაშინ დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად”. ეს ფაქტი დღეს კულებას ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა. თუმცა, სიდედროვიჩი, აკო მინაშვილი მახსოვს, მაშინ შეეცადა, ეს ფაქტი გაესაღებინა აწ უკვე უკრაინელი სააკაშვილის უდიდეს მიღწევად და წარმოადგინა ის სრულიად უკრაინის „რეფორმების მამად” და ერის გადამრჩენად… ვინმემ ამიხსნას, კერძო პირმა როგორ უნდა გაატაროს რეფორმები რომელიმე ქვეყანაში. თანაც, მას ამისთვის არც უნარები აქვს, არც – ცოდნა და, როგორც დღეს გავიგეთ, არც ნება. „ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკრი რეფორმების იდეოლოგი იყო კახა ბენდუქიძე, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის. მას შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას” ერთი ლოგიკურად გათვლილი გეგმა არ დაუდია. სააკაშვილმა სხვა ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს, თან გეუბნებიან, რომ არავინ არ ხარ კი არადა, ხარ სააკაშვილი „რეფორმატორი” ყავის მომდუღებლის სტატუსით…”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები