16 ივლისს კოლეჯში „სპექტრი“ პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

2020 წლის საშემოდგო მიღებასთან დაკავშირებით, 16 ივლისს, 12:00 საათზე კოლეჯში „სპექტრი“ პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

კოლეჯი ,,სპექტრი” ღია კარის დღეზე გთავაზობთ:

“1. შესაძლებელია, გაეცნოთ კოლეჯის სასწავლო პროგრამებს, მაღალი დონის სხვადასხვა სახის სიმულატორებით მოსინჯოთ პროფესიები, დაათვალიეროთ ლაბორატორიები და სწავლებისათვის უსაფრთხო, ადაპტირებული გარემო .

2. ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ ინკლუზიური პროფესიული განათლების შესახებ.

უშუალოდ გაეცნოთ წარმატების პერსონალურ მაგალითებს და შეხვდეთ მათ გმირებს.

3. თქვენს შეკითხვებს პროფესიული განათლების, კარიერული ზრდის და და საქმების შესახებ კოლეჯის პედაგოგები, ადმინისტრაციის წევრები, სახელმწიფო და ბიზნესსექტორის წარმოადგენლები კომპეტენციების ფარგლებში თავად უპასუხებენ.

4. გამოფენა „პირადი მიღწევის გმირები“ – გამოფენის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ადამიანები, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესება, შედეგის მიღწევა და სოციალური ინტეგრაცია ინკლუზიური პროფესიული განათლების საშუალებით შეძლეს.

10-15 წუთში, გამოფენის მონაწილეებთან ერთად ღია კარის დღეზე მისულ ადამიანებს ერთობლივი ნამუშევრის ( სათამაშო, ნახატი..) შექმნის შესაძლებლობა ექნებათ, რომლის მთავარმოქმედი გმირი იქნება „სპექტრის“ კურსდამთავრებული აკაკი ფეიქრიშვილი. აკაკი ინკლუზიური პროფესიულ განათლებაში წარმატების მაგალითია.

გამოფენის ორგანიზატორები სოციალური საწარმო „სხივი“ და კოლეჯი ,,სპექტრი“ არიან.

5. შანსი, პირველწყაროსგან გაიგო „სპექტრში“ სწავლების ხარისხის შესახებ – შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

6. გადაიღე სპექტრის სამახსოვრო გიფი,”- ნათქვამია “სპექტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook live – საშუალებით პარალელურ რეჟიმში დაგეგმილია „ონლაინ ღია კარის დღე“.

ღონისძიება კოლეჯ „სპექტრის“ საგამოფენო პავილიონებში (ღია სივრცე) გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები