უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის ორ კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ამჯერადაც დარღვევით მიმდინარეობს.
“კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს იმედის თვალით ნამდვილად არ ვუყურებ. არ მჯერა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჯერად მაინც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხის სასარგებლოდ. ისინი კიდევ ეცდებიან, რომ თავიანთი ხალხი გაიყვანონ უზენაეს სასამართლოში, რათა უზენაესი სასამართლო იყოს ჩინჩალაძის გავლენების ფარგლებში. ეს პროცესი არ იმსახურებს ნდობას. ამ ექვს ადამიანს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კლანის მხარდაჭერით ისარგებლებენ, თუ არ ექნებათ ჩინჩალაძის კლანისა და ხელისუფლების მხრიდანაც სათანადო მხარდაჭერა. დეკემბრის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ აჩვენა, რომ კლანი ვისაც უჭერს მხარს, პარლამენტის მხარდაჭერაც მოიპოვა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.