რა სთხოვეს შაქარაშვილის მშობლებმა ომბუდსმენს – ადვოკატი არ გამორიცხავს, ოჯახმა სამართლებრივ გზებს მიმართოს

“გიორგი შაქარაშვილის დედ-მამამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სთხოვეს, ისედაც განადგურებული ოჯახი „მთავარი არხის“ ყოველდღიური ბულინგისა და აგრესიისგან დაიცვას”, – ამის შესახებ “კვირას” გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამორიცხული არ არის, რომ ოჯახმა მომავალში სამართლებრივ გზებს მიმართოს.

„ოჯახის თხოვნით, მეც დავესწარი ამ შეხვედრას, რომელიც კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრა იყო. სახალხო დამცველი დაჰპირდა ოჯახს, რომ იქნება ობიექტური როლის შემსრულებელი. ოჯახმა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ მოცემულ ეტაპზე გამოძიებასთან პრობლემები არ აქვს.
ომბუდსმენისადმი ოჯახს ჰქონდა ერთადერთი თხოვნა, რამენაირად, ისედაც დაზარალებული და განადგურებული ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ ყოველდღიური ბულინგისა და აგრესიისგან. ეს იყო დედისა და მამის თანაბარი მოთხოვნა. როგორ მოახერხებს ამას სახალხო დამცველი, არ ვიცი. ჯერჯერობით, სახალხო დამცველს მივმართეთ. ვნახოთ, როგორი რეაგირება მოჰყვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი გზებისთვის მიმართვას არ გამოვრიცხავთ”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები