რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 ივლისს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში – სოზარ სუბარმა, სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში – გიორგი ხოჯევანიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ , ირაკლი ანთაძემ მოინახულეს.

როგორც “კვირას” სუს-იდან აცნობეს, შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს მიეწოდათ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

“აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორთა ჩართულობის მაღალ ხარისხზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი.

მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით, რასაც მოწმობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაკეთებული განცხადება და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გამოხმაურება ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები