პაატა იმნაძე: სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ ტარდება, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება ლაპარაკი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ქორწილის, იუბილისა და ქელეხის ჩატარება ისევ არ არის რეკომენდებული.

მისივე თქმით, ასეთ სიტუაციებში მოქალაქეები დისტანციას ვერ დაიცავენ.

„ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით, ხომ? კონცერტი შეიძლება, ღია სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის და ამიტომ როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება, იყოს ლაპარაკი? ამიტომ, ჯერჯერობით, ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ დიდი ზომის ასეთი ღონისძიებები არ არის რეკომენდებული“, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები