საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers-ი ჩაატარებს

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers -ი ჩაატარებს.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც საკონკურსო კომისიას ხელმძღვანლობს, შესაბამისი დადგენილების პროექტი წარადგინა.

„უკვე მეორე წელია, აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი მსოფლიოს უმსხვილესი, ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის სამსახურის აუდიტი DeloitteTouche- მა განახორციელა. წელს გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით, PricewaterhouseCoopers-ი დასახელდა”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები