მეუფე იაკობი: ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ, ეგ არის, სხვა არაფერი
„არჩევნები უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ, ნორმალურ საზოგადოებაში და ნორმალური ხალხის არჩევა უნდა გვინდოდეს”,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა სურთ.
„არჩევნები უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ, ნორმალურ საზოგადოებაში და ნორმალური ხალხის არჩევა უნდა გვინდოდეს. როცა გამოდიან და მარტო იმიტომ ვარ კარგი, რომ იმაზე ცუდს ვამბობ, ბევრი მაქვს ნანახი და ასეთ რაღაცებს არ ვუსმენ. პირიქით, გულსატკენია. ბევრს შანსი არ აქვს მოსვლის, რასაც ვუყურებ, ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ და ეგ არის, სხვა არაფერი.
ვთქვათ, საკონსტიტუციო უმრავლესობით კიდევ სხვა ძალა არ მოვა. რაც ჩანს, მასე ჩანს, რადგან ხალხთან ურთიერთობა მაქვს. შეიძლება, შეიკრიბო, ბევრი ადამიანი დასხდეს ერთად, მაგრამ ალბათ როდესაც მოსვლა გინდა, ცოტა წინაც უნდა იყურებოდე და ეკლესიის წინააღმდეგ რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა არც მანამდე, თუ იყავი იყავი ხელისუფლებაში და არც ახლა.
ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის პოზიცია, ოპოზიცია, ყველა ჩემი მოქალაქეა და ჩემი ქვეყნის შვილია, მასე არ ვყოფ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.