ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, ერთი პირი დააკავეს, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს.
სამართალდამცველებმა მისი ავტომობილი უკვე გაჩხრიკეს.
ამ წუთებში კი, მის საცხოვრებელ ბინაში იწყება ჩხრეკა. ოჯახის ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ ბინაში არავინ იმყოფება. ხოლო ჩრეკა ნათესავების თანდასწრებით მოხდება.
რა სავარაუდო დანაშაულს უკავშირდება სპეცოპერაცია, ან რისთვის არის დაკავებული აღნიშნული პირი, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
რაც შეეხება არაოფიციალურ ინფორმაციას, საქმე ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ეხება.