მეუფე იაკობი: ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად მიგვიყვანოს არჩევნებზე
„ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად მიგვიყვანოს არჩევნებზე”, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მეუფე იაკობმა კორონავირუსზეც ისაუბრა.
„ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად მიგვიყვანოს არჩევნებზე იმიტომ, რომ რაც არ უნდა მოხდეს არჩევნებზე, პირდაპირ ვიტყვი, იმის ილუზია არ მაქვს, რომ უცბად გამოვასწორებთ რამეს. თუ ერთობა არ გვექნება, თუ ასეთი დანაწევრება იქნება, როგორც ვართ, ჩვენ ერს მომავალი არ ექნება და სხვა ერებივით შევრცხვებით. თუ არა ღმერთი, ვინც გვინახავდა აქამდე საქართველოს, რამე გვატკინა? ძალიან ძნელია, 15 ტრაგიკული შემთხვევა იყო, 15 ადამიანი გარდაიცვალა ამ დაავადებით. ცუდი ის არის, მსოფლიოში სტატისტიკაში გადაიყვანეს და ადამიანზე კი აღარ ფიქრობენ, გული კი არ შესტკივათ, სტატისტიკაა, რამდენი მოკვდა, რამდენი დაავადდა. სტატისტიკაზე არ უნდა გადავიდეთ, ჩვენ ყველას ტკივილი უნდა გვტკიოდეს. გაიხარეთ! იცოდეთ, რომ ყველანაირი წნეხის მიუხედავად, ჩვენი ეკლესია ღმერთს არ დაშორებია, ჩვენი ერი ღმერთს არ დაშორებია, ამას რასაც ხედავ, ამ სიხარულს, ამდენი ხალხი ხართ ახლა აქ, არც შიმშილი არ იქნება ისეთი საქართველოში, როგორიც მსოფლიოშია, უფალი აუცილებლად შეგვეწევა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.