მეუფე იაკობი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შსს-ს, რომ ვიღაცას ხელს აფარებდნენ
“მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო და მივუსამძიმრო გიორგი შაქარაშვილის სიკვდილი მთელ საქართველოს, ოჯახს”,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მეუფე იაკობის თქმითვე, ის ვერ ამჩნევს, რომ პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ვინმეს ხელს აფარებდეს.
“სარალიძის საქმემ აჩვენა რომ არაფერი არ ჩაიფარცხება. თუ გამოძიებაა ზერელედ არ უნდა გამოიძიო. მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს, რომ ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია, ითქვა რომ ეს იყო მკვლელობა, მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო და მივუსამძიმრო გიორგი შაქარაშვილის სიკვდილი მთელ საქართველოს, ოჯახს.
გულსატკენია, რამდენი ადამიანი იღუპება, იქით გარდაცვლილია, აქეთ კიდე ამდენი ახალგაზრდა.
ჩემი თხოვნაა, რომ გიორგის და ოჯახის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან.
ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს. რამდენს დაიჭერენ? ყველას ხომ არ შეეძლო მოეკლა. ჩხუბში შეიძლება იყოს 6 კაცი, 8, 10, 12, 17, მაგრამ ყველა ხომ ვერ მოკლავდა? ვიღაცას ხომ ჰქონდა ასეთი აზრი?”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.