რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი, ამ საკითხზე დამატებითი ცნობების მოკვლევა მიმდინარეობს.