გიორგი შაქარაშვილის ბიძა: ვითხოვთ “ტოიოტაში” მყოფი პირების დასჯას, რომლებიც დაედევნენ ბავშვებს
“ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გიორგის ფიზიკურად გაუსწორდნენ და გადააგდეს არაგვში. ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას 109 მუხლით. ესენი არიან “ტოიოტაში” მყოფი პირები, რომლებიც დაედევნენ ბავშვებს და გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ეს უმძიმესი შედეგი”, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.
”ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გიორგის ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას 109-ე მუხლით. ესენი არიან “ტოიოტაში” მყოფი პირები, რომლებიც დაედევნენ ბავშვებსა და გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ეს უმძიმესი შედეგი”, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.
ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.